EliteCare
დაჯავშნე დემოCRM ესთეტიკური ცენტრებისთვის
გაყიდული კურსი რვეულში, გამოტოვებული ვიზიტი, თვის ბოლოს აურეული პროცენტები — ეს ყველაფერი წარსულია. ჯავშნები, კურსების პროგრესი, SMS შეხსენებები და საკომისიო — ერთ მშვიდ, ელეგანტურ სისტემაში.
ნინო გელაშვილი · 29 წ.
ბოლო ვიზიტი: 28 ივნისი
ლაზერული ეპილაცია · სრული კურსი
5 / 8 სეანსი
Hydrafacial წმენდა
ერთჯერადი · 12 ივნისი · თეა
კონტურული პლასტიკა
დაგეგმილია · სექტემბერი
ხუთშაბათი, 10 ივლისი
2 სპეციალისტირეალური ხედი სისტემიდან — კურსის ბარათი და დღის განრიგი
01
ცარიელი კაბინეტი
„კლიენტმა ლაზერის ორსაათიანი ვიზიტი უბრალოდ გამოტოვა — აპარატი და სპეციალისტი ცარიელ კაბინეტში იდგნენ.“
ვიზიტამდე 24 საათით ადრე EliteCare CRM თვითონ უგზავნის კლიენტს SMS შეხსენებას. გამოუცხადებლობა ფიქსირდება კლიენტის ბარათში — ვინ აცდენს ხშირად, ზუსტად იცი.
02
დაკარგული კურსი
„8-სეანსიანი კურსი გავყიდეთ, მაგრამ მერამდენე სეანსზეა კლიენტი და რამდენი აქვს გადახდილი — რვეულში ვეძებდით.“
ყოველი კურსი კლიენტის ბარათზეა: მერამდენე სეანსია, როდისაა შემდეგი, რა არის გადახდილი და რა — დარჩენილი. არც ზედმეტი სეანსი, არც დაკარგული თანხა.
03
სადავო პროცენტები
„თვის ბოლოს სპეციალისტების პროცენტებს Excel-ში ხელით ვთვლიდი — ყოველთვის რაღაც არ ჯდებოდა.“
ყოველ დასრულებულ პროცედურას სისტემა ავტომატურად ურიცხავს სპეციალისტს თავის პროცენტს. თვის ბოლოს რეპორტი მზადაა — ზუსტი, სადავო ციფრების გარეშე.
04
ჯავშნები Direct-შია ჩაკარგული
„ჯავშნები რვეულში, Instagram-ის Direct-სა და ტელეფონშია გაფანტული — ორი კლიენტი ერთ დროზე მოვიდა და ერთ-ერთი გაბრაზებული წავიდა.“
ერთი კალენდარი ყველა სპეციალისტზე — საიდანაც უნდა ჩაიწეროს ჯავშანი, გადაფარვას სისტემა სამ დონეზე აჩერებს. Instagram-ის ბიოში კი ონლაინ ჯავშნის ბმულს დებ და კლიენტი ღამის 12-ზეც თვითონ ირჩევს თავისუფალ დროს.
05
კლიენტი ერთხელ მოვიდა და გაქრა
„ვერ ვიხსენებთ, რა გავუკეთეთ, რომელ საღებავზეა ალერგიული, დაბადების დღეც გამოგვრჩა — მეზობელ სალონში გადავიდა.“
ყველა კლიენტს სრული ბარათი აქვს: ვიზიტების ისტორია, რა დახარჯა, შენიშვნები. დაბადების დღეზე კი სისტემა თვითონ ულოცავს SMS-ით — კლიენტი ბრუნდება იქ, სადაც ახსოვთ.
06
ბიზნესი „შეგრძნებით“ იმართება
„რომელი პროცედურა მაქციებს ფულს და რომელი სპეციალისტი მიზიდავს კლიენტებს — ზუსტად არავინ იცის, ვხვდებით მხოლოდ.“
თვის რეპორტი ყველაფერს აჩვენებს: შემოსავალი, ტოპ-პროცედურები, ტოპ-სპეციალისტები, გაცდენების პროცენტი. გადაწყვეტილებებს ციფრებით იღებ — შეგრძნებების მაგივრად.
პროდუქტი შიგნიდან
ვინ მერამდენე სეანსზეა, რა აქვს გადახდილი, როდის მოვა შემდეგზე და ვისთან — ყველაფერი კლიენტის ბარათზეა. ადმინისტრატორი პასუხობს წამში, რვეულის ფურცვლის გარეშე.
ნინო გელაშვილი · 29 წ.
ბოლო ვიზიტი: 28 ივნისი
ლაზერული ეპილაცია · სრული კურსი
5 / 8 სეანსი
Hydrafacial წმენდა
ერთჯერადი · 12 ივნისი · თეა
კონტურული პლასტიკა
დაგეგმილია · სექტემბერი
სეანსების პროგრესი, შემდეგი ვიზიტი და გადახდები კურსის მიხედვით — ერთ ბარათზე.
გადაფარვა მოწმდება ჩაწერის მომენტში, ბაზის დონეზეც — შეცდომა გამორიცხულია.
შეხსენება ვიზიტამდე, დადასტურება ჯავშნისას, შეტყობინება ონლაინ ჯავშანზე.
თითო სპეციალისტზე თავისი პროცენტი — ითვლება ყოველი დასრულებული ვიზიტიდან.
კლიენტები Instagram-ის ბმულით თვითონ ჯავშნიან — მხოლოდ თავისუფალ დროებზე.
ადმინისტრატორი ხედავს განრიგს, ფასებსა და ანგარიშებს — მხოლოდ მფლობელი.
ყოველთვიური გადახდა, ფარული ხარჯების გარეშე. SMS-ის ღირებულება პაკეტშივეა — წლიურ გადახდაზე კი ფასდაკლება მოქმედებს.
1-3 სპეციალისტი, ერთი ფილიალი
დაემშვიდობე რვეულს, Direct-ში ჩაკარგულ ჯავშნებსა და დავიწყებულ კლიენტებს
149₾/ თვეში
10-მდე სპეციალისტი, სრული ფუნქციონალი
ცარიელი კაბინეტები, Excel-ის პროცენტები და დაკარგული კურსები — წარსულში
299₾/ თვეში
299₾254₾/ თვეში
ზოგავ 540₾-ს წელიწადში 🎉
დიდი ცენტრები და ქსელები
სრული კონტროლი მთელ ცენტრზე — ციფრებით და არა შეგრძნებებით
549₾/ თვეში
549₾439₾/ თვეში
ზოგავ 1 320₾-ს წელიწადში 🎉
15-წუთიანი დემო შენს რეალურ პროცესზე: შენი პროცედურები, შენი სპეციალისტები, შენი განრიგი. დატოვე ნომერი — ერთ სამუშაო დღეში დაგიკავშირდებით.